23 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
კუბაში ქარიშხალ “ოსკარს“ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კუბაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ტროპიკულმა ქარიშხალმა “ოსკარმა“ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს გადაუარა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ადიდდა მდინარეები. ყველაზე მეტად გუანტანამოს პროვინცია დაზარალდა.

კუნძულზე სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ზარალის ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღის ამბები