23 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
თბილისში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ქუთაისიდან ავტომოყვარულები უერთდებიან

თბილისში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ქუთაისიდან ავტომოყვარულები უერთდებიან.

ავტომოყვარულები დღეს დილიდან შეიკრიბნენ და ორგანიზებულად გაემგზავრნენ დედაქალაქში. როგორც მათ განაცხადეს, წლების განმავლობაში ითხოვდნენ ავტოდრომის მოწყობას, რისი დაპირებაც რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მიიღეს.

მათი განცხადებით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, საკუთარი ხარჯებით წავიდნენ დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ ღონისძიებას შეუერთდნენ და ამ ფორმით გამოუცხადონ მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას“. ქუთაისელ ავტომოყვარულებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც უერთდებიან.

დღის ამბები