27 დეკემბერი 2024,   23:18
ვრცლად
აშშ-მ American Airlines-ი 50 მილიონი დოლარით დააჯარიმა

აშშ-ის ხელისუფლებამ ავიაკომპანია American Airlines-ი 50 მილიონი დოლარით დააჯარიმა, რადგან ისინი შშმ პირებს ეტლით გადაადგილებაში არ ეხმარებოდნენ და ბოლო 5 წლის განმავლობაში ათასობით ეტლი დააზიანეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, გარკვეულ შემთხვევებში შშმ მგზავრები ტრავმებსაც იღებდნენ, თუმცა სამინისტროს დაშავებულების ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.

American Airlines-ის განმარტებით, კომპანიამ დიდი ინვესტიცია ჩადო ეტლით მოძრავი შშმ პირების მომსახურების გასაუმჯობესებლად. სასამართლოს თანხმობის ბრძანების შესაბამისად, ავიაკომპანია 25 მილიონ აშშ დოლარის კრედიტს მიიღებს, ან მისი სამოქალაქო ჯარიმის ნახევარს, იმ ინვესტიციისთვის რომელიც დააბანდა და კომპენსაციისთვის, რომელიც დაზარალებულებს უნდა გადაუხადოს.

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი საქმეები, 2019-2023 წლებში მომხდარ ინციდენტებს მოიცავს.

დღის ამბები