23 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
მმართველი პარტიის მხარდამჭერები ცენტრალურ გამზირზე უკვე იკრიბებიან - ღონისძიება 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება
"ქართული ოცნების" შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება თბილისში - მმართველი პარტიის მხარდამჭერები ცენტრალურ გამზირზე უკვე იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი ადგილი თავისუფლების მოედანია. იქ "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები რამდენიმე მსვლელობით მივლენ.

ერთ-ერთი მსვლელობა ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან იწყება. ადგილზე შეკრებილი არიან როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე სხვადასხვა ასაკის მხარდამჭერები, მათ შორის რეგიონებიდან.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
 
დღის ამბები