24 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა.

ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო სათამაშო მოედნები.

თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის.

საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ასევე, დაასრულა ჩხოროწყუს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 125 და 75 ბავშვზე გათვლილი ბაღების მშენებლობა.

სამეგრელოს რეგიონში, ჯამში, ფონდი 43 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტები "ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 82 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამა მთელის ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტების დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას.

დღის ამბები