"ვაკე პლაზაში", საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სადაც კომპანია - "კონცენტრ იქსის" ოფისი მდებარეობს. განმარტებები კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე უნდა გააკეთონ.
გუშინ ჩხრეკა ჩატარდა სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში", საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა - ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ბინებშიც, საიდანაც მათი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი ტექნიკა ამოიღეს.
თბილისის პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ქუთაისშიც.
შეგახსენებთ, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, გამოძიება ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს. სისხლისსამართლის დევნა 100-ზე მეტი ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაყადაღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივები.