25 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ინფრასტრუქტურა უკვე მზადაა, უმასპინძლოს როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე საერთაშორისო სპორტსმენებს" - მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა დასრულდა

ფოთში, მალთაყვაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა დასრულდა.

ბაზა მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ ზონასა და ადმინისტრაციულ სივრცეებს.

"ეს ინფრასტრუქტურა უკვე მზადაა, უმასპინძლოს როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე საერთაშორისო სპორტსმენებს", - აცხადებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე.

პროექტის ბიუჯეტი 6,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

დღის ამბები