26 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ქალაქში 152 506 მოქალაქე გააკეთებს საკუთარ არჩევანს. გახსნილია 72 საარჩევნო უბანი, აქედან 71 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს, 1 უბანი კი პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული. რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში საკუთარ არჩევანს დღეს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გააკეთებს.

იმერეთში სულ 483 საარჩევნო უბანია გახსნილი.

დღის ამბები