26 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
გურიაში, 100 ათასზე მეტი ამომრჩევლისთვის, 110 უბანია გახსნილი

გურიაში 100 ათასზე მეტი ამომრჩევლისთვის 110 უბანია გახსნილი. ოზურგეთის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს დილის 8:00 საათიდან შეუძლიათ საკუთარი არჩევანის გაკეთება და ხმის მიცემა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 46 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან 41 საარჩევნო უბანზე მოქალაქეები ახალი ელექტრონული მეთოდით აძლევენ ხმას, ხოლო დანარჩენ 5 უბანზე მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძველი, ტრადიციული მეთოდით შეეძლებათ. ოზურგეთში, სულ 58 ათას 288 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ოზურგეთის მსგავსად, მაღალი აქტივობა ფიქსირდება ჩოხატაურსა და ლანჩხუთში.

დღის ამბები