26 ოქტომბერი 2024,   11:20
ვრცლად
"დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისთვის რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ" - ირაკლი ჩიქოვანი

ზუგდიდში საარჩევნო უბნები 8:00 საათიდან გაიხსნა. აქ იმუშავებს 70 უბანი, სულ რეგისტრირებულია 117-მდე ამომრჩეველი. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხმა მისცა, იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ირაკლი ჩიქოვანი.

"დღეს არის არჩევნების დღე, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ.

"არჩევანი გავაკეთე იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს და გააგრძელებს მშვიდობას, მოუტანს ღირსებას და კეთილდღეობას. ყველას მოვუწოდებ, გააკეთოს იგივე არჩევანი,“ - აცხადებს მამუკა წოწერია.

67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზუგდიდში გახსნილი 70 უბნიდან, 62-ში არჩევნები ელექტრონული სისტემით, ხოლო 8-ში ძველი სტილით.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

 

დღის ამბები