26 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
"მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ განვითარებას და სტაბილურობას" - გენო პეტრიაშვილი

“მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ განვითარებას და სტაბილურობას“ - გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და “ქართული ოცნების“ სიის მე-10 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი განცხადებით, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობასა და ღირსეულ განვითარებას.

“მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ განვითარებასა და სტაბილურობას. მინდა ამომრჩევლებს და მთელს საზოგადოებას ვუთხრა, რომ მივიდნენ არჩევნებზე და მოიხადონ საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე და გააკეთოს სწორი არჩევანი“, - განაცხად გენო პეტრიაშვილმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები