26 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
ზუგდიდში საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა

ზუგდიდში საარჩევნო უბნები 8:00 საათიდან გაიხსნა. აქ მუშაობს 70 უბანი, სულ რეგისტრირებულია 117-მდე ამომრჩეველი.

ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხმა მისცა, იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ირაკლი ჩიქოვანი. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამაც.

67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზუგდიდში გახსნილი 70 უბნიდან, 62-ში არჩევნები ელექტრონული სისტემით, ხოლო 8-ში ძველი სტილით.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები