26 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და იმ ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება" :თორნიკე რიჟვაძე

“ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და იმ ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება“ :თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, მან ხმა მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას მისცა.

“ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს. მოგეხსენებათ, რომ ტარდება როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობასა და იმ ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება. ჩვენ მხოლოდ ვიმარჯვებთ, მარცხი გამორიცხულია“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები