26 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ" - გიორგი ვაშაძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი ხმა ვაკის საარჩევნო უბანში დააფიქსირა. ვაშაძე საარჩევნო უბანზე საკუთარ ოჯახთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

მისივე თქმით, საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც "ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი".

"მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ სვლას, კეთილდღეობას ევროპაში. რაც მთავარია, უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი, რომელიც გადაწყვეტს შემდგომ ათწლეულებს საქართველოში, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ყველას გთხოვთ, რომ მიხვიდეთ არჩევებზე, მიიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალური აქტიურობა გვჭირდება იმისთვის, რომ დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ აბსოლუტურად ყველამ. საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელი,ც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი. საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა გირგო ვაშაძემ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები