26 ოქტომბერი 2024,   11:21
ვრცლად
მარნეულში ხმის მიცემის პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს

მარნეულში ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. იქ, 81 უბნიდან 41 უბანზე, ხმის მიცემა ელექტრონული წესით მიმდინარეობს, დანარჩენ, 40 უბანზე კი - ძველი მეთოდით. ხმის მიცემის პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

"მარნეულის ოლქის შემადგენლობაში შემავალ უბნებზე გვყავს დაახლოებით 101 ათასამდე ამომრჩეველი. მარნეულის ოლქში შემავალია 81 საარჩევნო უბანი, აქედან 41 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურები ელექტრონული წესით განხორციელდება, დანარჩენ 40 უბანზე განხორციელდება ტრადიციული წესით. ყელა უბანი ამ ეტაპისთვის გახსნილია, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს უბნის იერ შესასრულებელი ფუნქციები." - აღნიშნა 22-ე, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ლელა ქრისტესიაშვილმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

 

 

დღის ამბები