27 ოქტომბერი 2024,   03:06
ვრცლად
ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი დაამარცხა

UFC 308-ზე ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი დაამარცხა.

ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა. თოფურიამ ჰოლოუეი მე-3 რაუნდში დაანოკაუტა.

 ბრძოლა "აბუ დაბიში" გაიმართა.

ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ილია თოფურიას შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ 16 გამარჯვება აქვს.

დღის ამბები