27 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
თაზო ფაცაცია ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაზე: “არ შეიძლება ზიზღით, შურით, ღვარძლით და ახალგაზრდების ბოროტად გამოყენებით ვიყოთ პოლიტიკაში და ვაკეთოთ სიბინძურეები“

“კოალიცია ცვლილებებისთვის“ მტკიცებით, გვიან ღამით ზუგდიდში მათ ოფისს თავს დაესხნენ.

კოალიციაში ამბობენ, რომ შენობასთან რამდენიმე პირი მივიდა - იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ისინი მომხდარში მმართველი გუნდს ადანაშაულებენ.

ბრალდებას უარყოფენ “ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციას მათი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისთვის პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს.

“ზუგდიდმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ოპოზიციურმა სპექტრმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", თავის სატელიტ პარტიებთან ერთად ვერ მოინელა. შესაბამისად, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას მოუწყო რაღაც პროვოკაცია და მოხდა ინციდენტი. არ შეიძლება ზიზღით, შურით, ღვარძლით და ახალგაზრდების ბოროტად გამოყენებით ვიყოთ პოლიტიკაში და ვაკეთოთ სიბინძურეები. “ახლების“ ოფისი საერთოდ არ ვიცი სად არის და ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათთან მისვლას არც ვიკადრებთ“, - განაცხადა თაზო ფაცაცია.

დღის ამბები