28 ოქტომბერი 2024,   10:14
ვრცლად
ზურაბიშვილის ჭკუით რომ იარეს, იმიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც დღეს აქვთ, ისინი ამ სიებით მაინც ვერ მოახერხებენ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შეფერხებას - ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

ოპოზიციის გეგმები მოულოდნელი არ ყოფილა უმრავლესობისთვის. "ქართული ოცნების" განმარტებით, ოპონენტები უკვე კარგად ნაცნობი სცენარის განმეორებას ცდილობენ და მათი მიზანი, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების დაძაბვაა.

უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიცია თავისი ქმედებებით მაინც ვერ შეძლებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შეფერხებას, რადგან სიების ჩახსნა არჩევნებამდე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ხდება.

"სალომე ზურაბიშვილის ჭკუით რომ იარეს, იმიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც დღეს აქვთ. რეალურად, შესაძლოა მეტი რეიტინგი არც ჰქონოდათ, მაგრამ არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის რაიმე ფორმით "გონიერება" მათთვის რამე უკეთესი გზის მაჩვენებელი იყოს. 2020 წელს ეს უკვე გავიარეთ, სიების ჩახსნა შესაძლებელია არჩევნებამდე ან მას მერე, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება აღიარებული. შესაბამისად, ისინი ამ სიებით მაინც ვერ მოახერხებენ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შეფერხებას", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

დღის ამბები