28 ოქტომბერი 2024,   11:20
ვრცლად
საარჩევნო პროცესი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ცესკომ უზრუნველყო ტექნიკურად გამართული პროცესი - სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარე

რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა, საზოგადგოებას ანგარიში წარმოუდგინა. მათ შორის იყო "ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბი", "საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება" და "მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა".

ითქვა, რომ საბოლოო ჯამში არჩევნებმა მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა. ასევე აღინიშნა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტიურობა ბევრად გაზრდილია.

"ჩვენი ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია 70-მდე უბანს აკვირდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ უბნებზე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც აპარატი გამოდიოდა მწყობრიდან და ცესკოს თანამშრომლები, ამ საკითხს, დაახლოებით, 15-20 წუთში აგვარებდა, რაც არანაირად არ იყო ისეთი შეფერხება, რომ საარჩევნო პროცესს ხელი შეშლოდა", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბის" დირექტორმა ანრი მეტრეველმა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგას" თავმჯდომარე რატი აბაკელიას განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო ტექნიკურად სწორად გამართული საარჩევნო პროცესი, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადასტურებენ.

"პროცესი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ფაქტია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო ტექნიკურად სწორად გამართული საარჩევნო პროცესი. ამ მშვიდ გარემოს, ადასტურებენ უცხოელი დამკვირვებლები, მათ შორის, ეუთო/ოდირის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფის ხელმძღვანელი, პასკალ ალიზარდიც, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნები შედგა", - განაცხადა რატი აბაკელიამ.

დღის ამბები