28 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
"კოლექტიური ნაცმოძრაობა" უკვე მესამედ მიდის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ" - ავთანდილ კუნჭულია

ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსის, ავთანდილ კუნჭულიას განცხადებით, "კოლექტიური ნაცმოძრაობა" უკვე მესამედ მიდის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ უკვე არანაირი რესურსი არ აქვთ და აქციაზე სიტუაციის დაძაბვას შეეცდებიან.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" არ გამოუვიდა იმ მიზნის მიღწევა, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობს.

"კოლექტიური ნაცმოძრაობა" უკვე მესამედ მიდის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მათ უკვე არანაირი რესურსი არ აქვთ და აქციაზე ვიხილავთ ბევრ ლაზარესნაირ "გულანთებულ ახალგაზრდებს". ისინი ეცდებიან, რომ დაძაბონ სიტუაცია. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" არ გამოუვიდა იმ მიზნის მიღწევა, რომელიც გულისხმობდა საქართველოს ომში ჩართვას. ქართველმა ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი და თქვა, რომ ისინი ირჩევენ მშვიდობას. ახლა, ეს აგენტურული ორგანიზაცია მთელი ძალით ეცდება, რომ ქვეყნის შიგნით სიტუაცია დაძაბოს", - განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.

დღის ამბები