28 ოქტომბერი 2024,   10:11
ვრცლად
"ISFED-მა ტყუილში ამხილა ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ საარჩევნო ხმების დუბლირება ხდება" - ვახტანგ ჩოჩია

ISFED-მა ოპოზიცია ტყუილში ამხილა - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" "სამართლიანი არჩევნების" შეფასებას არჩევნებში პარალელური ხმის დათვლის შედეგების შესახებ.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის განცხადება ამომრჩევლების დუბლირებასთან დაკავშირებით მორიგი ტყუილია და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება.

"აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ საერთოდ არ დგას და მეტიც - მან, ფაქტობრივად, ტყუილში ამხილა ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ დუბლირება ხდება საარჩევნო ხმების, ხოლო ISFED-მა კი განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამჟღავნებული მონაცემები შეესაბამება სრულ რეალობას.

შესაბამისად, ოპოზიციის მიერ დადგმული ეს ავანტიურა თავად საერთაშორისო ორგანიზაციამ ამხილა, რომელმაც, შეგახსენებთ, რომ წინა წელს გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და წელსაც იძახდა, რომ ცესკოს მონაცემებს კი არ უნდა დაუჯეროთ, არამედ ჩვენს მონაცემებს ენდეთო," - აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია.

დღის ამბები