გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. სამშენებლო სამუშაოები ათამდე სოფელში მიმდინარეობს. სკვერები უკვე გაკეთდა სოფლებში მეჯვრისხევი და ფხვენისი.
დასრულებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. პროგრამის მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.