17 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
“ქუჩის პროტესტი ოპოზიციის სამოქმედო გეგმის მთავარი, ცენტრალური ნაწილი უნდა იყოს“ - ირაკლი ფავლენიშვილი

გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ოპოზიცია, რომელიც ისევ ქუჩის პროტესტისთვის ემზადება. კარვების მობილიზება დაწყებულია.

ცნობილია მხოლოდ დაპირება - და არა კონკრეტული გეგმა. ბარიერგადალახულ პარტიებში ამბობენ, რომ ისინი შედეგზე ორიენტირებულ პროტესტს, გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებას და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას აპირებენ - თუმცა არაფერს ამბობენ სამოქმედო გეგმაზე, რის გამოც პროტესტის ორგანიზატორებს საკუთარი ამომრჩეველი გაუნაწყენდათ.

რა ფორმით გააპროტესტებენ არჩევნების შედეგებს - 3 პოლიტიკური გაერთიანება კონსულტაციებს ყოველდღიურად მართავს, თუმცა შეხვედრებს არ ესწრება გახარიას გუნდი, რომელიც აქციას უერთდება, კარვების გაშლის იდეას კი არა.

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პროტესტი დაუღალავი უნდა იყოს.

“ქუჩის პროტესტი უნდა იყოს მთავარი, ცენტრალური ნაწილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმის. ეს პროტესტი უნდა იყოს დაუღალავი, სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს - არჩევნებს. ეს შემდგომში იმის საფუძველს მოგვეცემის, რომ დავიბრუნოთ პოლიტიკური ცხოვრება. დანარჩენს ვნახავთ ორშაბათს, საღამოს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები