“ეკა გიგაური, ცნობილი არასამთავრობოს არანაკლებ ცნობილი ლიდერი მადლობას უხდის ნოდარ მელაძეს. დაფიქრდით გიგაურის მადლობა და ნოდარ მელაძის სიუჟეტი, რამდენად დამაჯერებელი იქნება გნებავთ ქართველი ხალხისთვის, გნებავთ საგამომძიებლო უწყებებისთვის“- წერს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“არ გაგეცინოთ, მით უფრო, რომ აქ სასაცილოა მართლაც არაფერია. ეკა გიგაური, ცნობილი არასამთავრობოს არანაკლებ ცნობილი ლიდერი მადლობას უხდის ნოდარ მელაძეს. ნოდარ მელაძე ხომ ვიცით ვინცაა, აი ის ყოველ შაბათს, თავის ჭკუით “მხოლოდ აქ, ექსკლუზიურად ტვ პირველზე,“ სიუჟეტებს, რომ ამზადებს, რუსეთი გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან ყველაზე დაცული სეიფიდან, რომ გამოაქვს საიდუმლო დოკუმენტები, აი ეს გახლავთ ნოდარ მელაძე. ამჯერად სეიფის გაღება არ დაჭირვებია, ისე გახსნა “არჩევნების გაყალბების დანაშაული" და კარგი ხელფას-ჰონორარიც ჩაიდო ჯიბეში. ოღონდ ეს არის, რომ მაინც ვერ დაგვარწმუნა როგორ გაყალბდა! სამაგიეროდ ეკა გიგაურის მადლობა კი დაიმსახურა. ეკა გიგაურიც გავიხსენოთ ვინაა, აი ტექნიკურ მთავრობას რომ აყალიბებდა გვახსოვს, აი, მერე რომ აშშ-ს პოლიტელიტას საქართველოზე, რომ საჩივრით წარუდგა, მართალია ისეთი ინგლისურით ისაუბრა, კიდევ კარგი დაბეჭდილი ტექსტიც თან ჰქონდა თორემ ამერიკელები საჩივრის შინაარსის გაგებაში აშკარად დაეჭვდებოდნენ.
დიახ, დიახ ეს ის გიგაურია სხვა მავნებლობებს შორის (არასამთავრობო პოლიტიკურ საქმიანობაში, რომ ერევა სწორედაც რომ მავნებლობა!), იმითაც გამოირჩევა ცოცხალი თავით ორგანიზაციის დაფინანსების წყაროს და ოდენობას არ ასაჯაროებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებს. მოკლედ, შემირცხვენია არჩევნების გაყალბების ის მტკიცებულება, რომელიც ნოდარ მელაძის და მის გუნდის მიერ არის გამოძიებული და რომელსაც მადლობის გადახდით ეკა გიგაური რომ აჯილდოებს. კარგით, ახლა დაფიქრდით გიგაურის მადლობა და ნოდარ მელაძის სიუჟეტი, რამდენად დამაჯერებელი იქნება, რომ მტკიცებულებად იყოს მიღებული გნებავთ ქართველი ხალხისთვის, გნებავთ საგამომძიებლო უწყებებისთვის თქვენ თვითონ განსაზღვრეთ.“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.