08 დეკემბერი 2024,   13:52
ვრცლად
კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მაგიდის ჩოგბურთელ ანასტასია ჩხარტიშვილთან შეხვედრა გაიმართა

კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მაგიდის ჩოგბურთელ ანასტასია ჩხარტიშვილთან შეხვედრა გაიმართა.

ის 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც სარეიტინგო ტურნირზე გამარჯვება შეძლო.

მინისტრის მოადგილემ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. რიგის საერთაშორისო ტურნირში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა.

დღის ამბები