04 დეკემბერი 2024,   23:13
ვრცლად
ოკეანემ 11 წლის მოზარდი გაიტაცა - ავსტრალიელმა მაშველებმა მისი ცხედარი 3 დღის შემდეგ იპოვეს

ავსტრალიაში, ახალი უელსის სანაპიროზე თევზაობის დროს, 11 წლის მოზარდი ოკეანის დინებამ გაიტაცა. 3 დღიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, მაშველებმა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მოზარდი სანაპიროზე მამასთან და ძმებთან ერთად თევზაობდა, ისინი არხის გადაკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც 11 წლის მოზარდი ოკეანის დინებამ გაიტაცა.

სამაშველო ოპერაციაში, ვერტმფრენი, საზღვაო პოლიცია და მოხალისე სერფერები იყვნენ ჩართული.

დღის ამბები