08 დეკემბერი 2024,   00:55
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იკითხება
საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა უარი განაცხადა პროკურატურაში გამოკითხვაზე. პროცესი დახურულია. 

სასამართლოში შესვლამდე, ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, ინტერნეტი სავსეა მტკიცებულებებით, თუ როგორ მოიპარეს არჩევნები და თუ ვინმეს მართლა აინტერესებს გამოძიება, ამის პრობლემა არ არის.

"მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევანი, სავსეა ინტერნეტი. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს გამოძიება, მაგის გამოძიება პრობლემა არ არის. არც ამ მტკიცებულებების მიკვლევაა პრობლემა. მათ შორის, არაერთი ანგარიში დაიწერა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე. დანარჩენს ვნახავთ. რასაც მკითხავენ, რომ გამოვალ მოგიყვებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დღის ამბები