26 დეკემბერი 2024,   14:55
ვრცლად
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გლობალური დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები" - შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირს სჭირდება მეტი ჩართულობა დანარჩენ მსოფლიოსთან, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გარკვეული განსხვავებული შეხედულებები აქვს, რათა გლობალური დიალოგის გაძლიერდეს.

მისი განმარტებით, მათ იციან, რის გაკეთება უნდათ მომავლისთვის, რათა ევროპა უფრო ძლიერი, უფრო გამძლე და ნაკლებად დამოკიდებული გახდეს.

"ჩვენ 27 წევრი სახელმწიფო გვყავს, ყოველ მათგანს საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს და ჩვენ ვენდობით ამ ინსტიტუტებს. თქვენ იცით, რომ ევროკავშირს აქვს მკაფიო გეგმა. მას სტრატეგიული დღის წესრიგი ჰქვია. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება გვინდა მომავლისთვის, რათა გავხადოთ ევროპა უფრო ძლიერი, უფრო გამძლე, ნაკლებად დამოკიდებული, უფრო გავლენიანი ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ბაზარი. გვინდა განვავითაროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და დაცვის მზადყოფნა, რისთვისაც გვჭირდება მეტი ჩართულობა დანარჩენ მსოფლიოსთან. ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ზოგიერთ სხვასთან, მაგრამ ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გლობალური დიალოგი", - განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები