ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. ოქმს დაერთო 3 ოპოზიციური პარტიის განსხვავებული აზრი. დოკუმენტს ხელი 17-დან 15-მა წევრმა მოაწერა.
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილი საჩივრები რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
ოლქში 70 საარჩევნო უბანი და 116 968 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებულ. არჩევნებზე 55 682-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. მმართველ გუნდს მხარი დაუჭირა 27 875-მა ამომრჩეველმა.
არჩევნების დღეს ზუგდიდის საოლქოში, ჯამში, 28 საჩივარი შევიდა. 2 სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.