08 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ - დაშავებულია 10 ადამიანი

ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ. დაშავდა 10 ადამიანი. მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, "აიაქსისა" და "მაკაბი თელ ავივის" საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ, გარეთ გამოსულ ისრაელელებს, შეძახილებით "თავისუფლება პალესტინას", თავს დაესხნენ.

ნიდერლანდების პოლიციის განმარტებით, საქმეზე დაკავებულია 57 პირი. ზოგიერთ თავდამსხმელს ხელში პალესტინის დროშა ეკავა. თავდამსხმელებმა ისრაელელებს პასპორტებიც მოჰპარეს. ისრაელის ხელისუფლება ამსტერდამში ჩასულ საკუთარ მოქალაქეებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარი დაგმო და საკუთარი მოქალაქეების ევაკუირებისთვის ნიდერლანდებში ორი თვითმფრინავი გაგზავნა.

დღის ამბები