08 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
სტიქიამ კუბაზე 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ქარიშხალმა "რაფაელმა" დასავლეთ კუბას გადაუარა. კოკისპირული წვიმის შედეგად, დაიტბორა ჰავანას ქუჩები, განადგურებულია სახლები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია სხვა ინფრასტრუქტურა. სტიქიამ ელექტროენერგიის გარეშე 10 მილიონი ადამიანი დატოვა.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახლა სტიქიამ მექსიკის ყურეში გადაინაცვლა, რაც ხმელეთისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

 

დღის ამბები