მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ, შეფასების 100%-იანი სისტემით, 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა.
მმართველობის ეფექტურობით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 17 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 1 სახელმწიფოს.
ეს ქვეყნებია: სლოვენია, ისლანდია, ბელგია, იტალია, კვიპროსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, მალტა, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე, მმართველობის ეფექტურობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:
• მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• დაწყებითი განათლების ხარისხი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა, გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.