მეორე დღეა, ლოს ანჯელესში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი, სეზონური ქარების გამო, ტყის მასივზე სწრაფად გავრცელდა. მოხდა მიმდებარე დასახლებებიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. შემთხვევია შედეგად, არიან დაშავებულებიც.
ხანძრის გამო, დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ახლომდებარე დასახლებებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სტიქიის გამო, სკოლებში სწავლა შეწყდა.
გავრცელდა თხოვნა მოსახლეობისადმი, შეზღუდოს წყლის მოხმარება, რათა მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი წყალი ჰქონდეთ.