08 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის სათქმელად, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი" - ბრიტანული გამოცემა UnHerd საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული გამოცემა UnHerd საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ტექსტში საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ურთიერთობებზე დასავლეთთან.

ავტორი წერს, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული აღმოჩნდა. მისივე სიტყვებით საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხები, იმავენაირად როგორც 10 წლის წინ უკრაინაში მაიდნის პროცესები, ნატოში აღიქმება როგორც ეგზისტენციალური ბრძოლა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან პრორუსული და პროდასავლური ძალები.

ავტორი წერს, რომ საქართველოს მყარი მიზეზები აქვს იმისთვის, რომ რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევიდეს. მისივე თქმით არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის სათქმელად, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი.

 

დღის ამბები