08 დეკემბერი 2024,   14:14
ვრცლად
ირმა ხეცურიანმა პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა 

ირმა ხეცურიანმა პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს. 

"საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.


ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარ ფინალში ბელორუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ვულოცავთ ჩვენს ტიტულოვან პარა მოფარიკავეს ასპარეზობის წარმატებით დაწყებას. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს,"- წერია ინფორმაციაში. 

მწვრთნელები: მერაბ ბაზაძე, მალხაზ მესხი.

დღის ამბები