შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხაშურის განყოფილების მეხანძრე-მაშველმა, დიმიტრი მულაძემ, აშშ-ში, ქალაქ ლას-ვეგასში, გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დიმიტრი მულაძემ 60 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა, სადაც 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. აღნიშნულ ჩემპიონატზე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
დიმიტრი მულაძე ვეტერან ძიუდოისტებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.