17 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
პროკურატურა ოპოზიციის ლიდერებს გამოკითხვაზე იბარებს - ამჯერად საგამოძიებო უწყებაში თინა ბოკუჩავაა დაბარებული

პროკურატურა ოპოზიციის ლიდერებს გამოკითხვაზე იბარებს. არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამჯერად საგამოძიებო უწყებაში თინა ბოკუჩავაა დაბარებული.

მანამდე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს "ძლიერი საქართველოს" წევრები ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე. ისინი პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ, უწყებაში მისვლას არ აპირებენ, თუმცა მზად არიან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარდგნენ.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგი წერეთელი წერეთელი ამბობს, რომ თინა ბოკუჩავა მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარსდგება. 

"თინა ბოკუჩავა პროკურატურასთან იმ ფორმით, რაც მათ სურთ, არ ითანამშრომლებს, ეს ცხადია და თუ ის მივა და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწოდებს, ეს მხოლოდ შეიძლება მოხდეს სასამართლოში. სახელმწიფომ და პროკურატურამ დაიწყო ფორმალური გამოძიება. იბარებენ ოპოზიციის ლიდერებს პროკურატურაში, თუ რა ინფორმაცია აქვთ მათ სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებთან დაკავშირებით და ეს მათზე უკეთ ვინც ამ ხალხს იბარებს, არავინ არ იცის,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

გამოკითხვაზეა დაბარებული "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", საბა ბუაძე ამბობს, რომ მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარდგება და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რასაც თავად ფლობს. 

"დამირეკა პროკურატურის წარმომადგენელმა, რომელმაც მთხოვა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლა. რაზეც, რასაკვირველია ვუთხარი უარი და განვაცხადე მზაობა მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარვადგინო ჩემი პოზიციები, მათ შორის, წარვადგინო მტკიცებულებები, რომელიც არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს მტკიცებულებები არის ძალიან ბევრი", - ამბობს საბა ბუაძე.

დღის ამბები