08 დეკემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ისტორიაში პირველად ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი გრან-პრის სერიის ეტაპის გამარჯვებულია

იაპონიაში დასრულდა გრან-პრის სერიის მეოთხე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში NHK Trophy. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 213,05 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები და NHK-ის თასი მოიპოვეს.

მოკლე პროგრამა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ 70,28 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 142,77 ქულა დაიმსახურეს და პირველობა არავის დაუთმეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტულმა წყვილმა გრან-პრის სერიის ეტაპის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა.

სპორტის სამინისტრო ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას ლუკა ბარულავასა და ანასტასია მეტელკინას და მათ მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!

დღის ამბები