27 დეკემბერი 2024,   04:56
ვრცლად
ათასზე მეტი დასაქმებული და რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საკუთრების უფლება მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო - მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გრძელდება

წარმატებული შედეგები, ათასზე მეტი დასაქმებული და რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საკუთრების უფლება მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია, რომ სახელმწიფოში არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი არ დარჩეს. რეფორმის დასრულების შემდეგ კი ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა შეიქმნება. იუსტიციის სამინისტრომ მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში სახელმწიფო, მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.

აჩიკო მეგუთნიშვილმა მიწის ნაკვეთი მარტივი პროცედურების გავლით, უფასოდ დაირეგისტრირა. რეფორმა, რომელიც 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, 59 მუნიციპალიტეტს მოიცავს. სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს იმ მიწის ნაკვეთებს, რომელიც მათ საკუთრებაში და სარგებლობაშია, ან უნებართვოთ არის დაკავებული.

რეფორმის შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე, დღეს შეაჯამეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტის დაწყებიდან დღემდე, მილიონ 500 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი აიზომა. საკუთრების უფლება კი მილიონზე მეტ ნაკვეთზე გავრცელდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, რეფორმის დასრულების შემდეგ, ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა შეიქმნება. გადაწყვეტილების შედეგად კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება, საბოლოოდ იდენტიფიცირდება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სპეციალურად რეფორმისთვის შეძენილი ტექნიკა, უახლესი თაობის დრონის აპარატები და აზომვითი ხელსაწყოები დაათვალიერა.

დღის ამბები