უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დედაქალაქში, "შაჰედის" ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.
გავრცელდა ინფორმაცია კიევში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. განგაშის დროს აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიას ოლქში. კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 14 ადამიანი, ჩამოინგრა მაღალსართულიანი შენობა.
რუსულმა ძალებმა ხარკოვის და სუმის ოლქებიც დაბომბეს, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 185 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ესტონეთმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტი გამოაცხადა.