14 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
რუსთავში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - მესხიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარი სრულად განახლდება

ქალაქ რუსთავში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მესხიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარი სრულად განახლდება. უკვე დასრულებულია თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული წრის რეაბილიტაცია და მოწყობილია უსაფრთხოების კუნძულები. განახლდა მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე არსებული მოედანიც.

პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, გარე განათების ახალი ქსელის, ტროტუარის და მწვანე სივრცეების მოწყობაც იგეგმება.

დღის ამბები