რუსთავში ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ორი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, 23-ე და 31-ე საჯარო ბაღების აღსაზრდელების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. შენობები ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო სივრცეებით და ახალი ინვენტარით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.
ახალი ბაღები შენდება, ავარიული შენობების ადგილზე - მისი დასრულების შემდეგ ორივე ბაღი ჯამში 1000-მდე აღსაზრდელს მიიღებს.