26 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვითარება ისევ დაძაბულია - ე.წ. ოპოზიცია 15 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს

ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური პროტესტის შემდეგ, იზოლატორიდან გაათავისუფლეს ე.წ ოპოზიციის წევრები. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვითარება ისევ დაძაბულია. ოპოზიცია 15 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს.

სწორედ ამ დღეს სოხუმის ე.წ. მთავრობა მოსკოვთან საინვესტიციო შეთანხმებას განიხილავს. ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი ე.წ. ოპოზიციის ლიდერების დაკავებას მოჰყვა.

ისინი გუდაუთაში გამართული იმ შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე ანუ საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ და რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოების უფლება და ადგილობრივებზე მეტი პრივილეგიები მიანიჭა.

დღის ამბები