08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთის ბირთვულ პოტენციალს საფრთხეს უქმნის - ვლადიმერ პუტინი

ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთის ბირთვულ პოტენციალს საფრთხეს უქმნის, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"იმ რაიონში, სადაც ანტისარაკეტო სისტემა უნდა განლაგდეს, ეფექტურად შესაძლოა შემტევი და დამრტყმელი სარაკეტო კომპლექსის განთავსებაც, რაც რუსეთს საფრთხეს უქმნის"– განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ამერიკელ სპეციალისტებს ეს ფაქტორები გათვლილი აქვთ, თუმცა ვაშინგტონი მოსკოვის შეშფოთებას უგულებელყოფს.

მიუხედავად ამისა, ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გარკვეული პროგრესი შეინიშნება რაც სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ახალი შეთანხების გაფორმებით გამოიხატება. 

დღის ამბები