08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ჰილარი კლინტონის 11 საათიანი დაკითხვა კონკრესში

ჰილარი კლინტონის 11 საათიანი დაკითხვა კონკრესში. შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ლიბიაში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საქმეზე კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა.

ამ შემთხვევას ქალაქ ბენღაზიში 2012 წელს 4 ამერიკელი ემსხვერპლა, მათ შორის ქვეყნის ელჩი კრის სტივენსი. ჰილარი კლინტონს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან სათანადო რეაგირება არ მოახდინა, როდესაც ელჩი მის უწყებას დიპლომატიური მისიის დაცვის გაძლიერებას სთხოვდა.

ამ თემაზე მწვავე შეკითხვები მას რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა დაუსვეს, ჰილარი კლინტონმა ყველა მათგანს უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ტრაგედიაზე მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და პოსტის დატოვებამდე დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეფორმებიც დაიწყო. 

დღის ამბები