26 დეკემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ევროპის პოლიციამ ფულის გათეთრებისა და მაფიის სქემით საგადასახადო თაღლითობის საქმეზე, 43 პირი დააკავა

ევროპის პოლიციამ ფულის გათეთრებისა და მაფიის სქემით საგადასახადო თაღლითობის საქმეზე, 43 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის პროკურატურა და იტალიის პოლიცია ავრცელებენ.

უწყებების ცნობით, გამოძიება ეხება IT-პროდუქტებით და ელექტრონული მოწყობილობებით ვაჭრობისას, საგადასახადო თაღლითობას და მოიცავს 400-მდე კომპანიას. გამოძიებას 200-მდე ეჭვმიტანილი ჰყავს ძირითადად იტალიასა და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში, ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ევროკავშირის პროკურატურის ცნობით, დაკავებულები ასევე ეჭვმიტანილი არიან დღგ-ს გადახდისგან თავის არიდებით მიღებული შემოსავლით, იტალიური მაფიის საქმიანობის ხელშეწყობაში. დაკავებულთა შორის 34 ციხეშია, ცხრა კი - შინა პატიმრობაში. კიდევ ოთხ ეჭვმიტანილს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ბრალდებულები დააკავეს ჩეხეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და ბულგარეთში.

დღის ამბები