პარტია "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დადებითად შეფასების ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში დასამარებული ლიბერალური ფაშიზმის აჩრდილი, ახლა ევროპაში დაბორიალობს და იქაც მალე გაუყვება საუკუნო განსასვენებლისკენ გზას.
"აღქმები ხომ უყვართ უსამშობლოებს? ჰო და, როგორ აღქმას ტოვებს ეს განცხადება თუ კუბილიუსმა უნდა თქვას და ამ შემთხვევაში იქნება ჭეშმარიტება?
მოკლედ, საქართველოში დასამარებული ლიბერალური ფაშიზმის აჩრდილი, ევროპაში დაბორიალობს ახლა და იქაც მალე გაუყვება საუკუნო განსასვენებლისკენ გზას.
ჯერ ევროპის ქვეყნების მთავრობები მოყვნენ ზვავში და ზოგი გადადგა ზოგი კი, ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს, ხოლო ახალი წლის მერე, ევროკავშირშიც ჩამოწვება ეგ ზვავი და ბევრს ჩაიყოლებს," - წერს ზურაბ ქადაგიძე.