"ქართული ოცნების" წარმომადგენლები მარნეულში მოსახლეობას შეხვდნენ და არჩევნებში მონაწილეობის, გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრას "ქართული ოცნების" მარნეულის დელეგატი, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. იმსჯელეს, პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობამ მმართველი გუნდის ლიდერებთან შეხვედრისას წინასაარჩევნო კამპანიის დროს წამოჭრა.