08 ოქტომბერი 2024,   21:15
ვრცლად
ავტოავარიას საფრანგეთში 42 ადამიანი ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას საფრანგეთში 42 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ ლიბურნის მაგისტრალზე ერთმანეთს ტურისტული ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.

ავარიას ავტობუსის მძღოლი და 7 მგზავრი გადაურჩნენ. ისინი სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, ყველა დაღუპული საფრანგეთის მოქალაქეა. ისინი პენსიონერები იყვნენ, რომლებიც საექსკურსიო ტურში მიემგზავრებოდნენ.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიების ცნობით, შეჯახებამდე სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის მეორე მხარეს გადავიდა.

დღის ამბები