08 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
ვენაში სერგეი ლავროვი და ჯონ კერი სირიის კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობენ

ვენაში სერგეი ლავროვი და ჯონ კერი სირიის კრიზისის მოგვარების გზებს განიხილავენ. შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა პირისპირ შეხვედრა სასტუმრო იმპერიალში იმართება.

ჯერ უცნობია შეძლებენ თუ არა პირველი დიპლომატები პოზიციების შეჯერებას სირიის საკითხთან მიმართებაში. ამერიკელები ბაშარ ალ ასადის გადადგომას მოითხოვენ, რუსეთი კი მას მხარს უჭერს.

მოლაპარაკების დღის წესრიგში დგას ორი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც რუსეთი და საერთაშორისო კოალიცია სირიაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

დღის ამბები